გურამ ადამაშვილი – ხათუნა ლაგაზიძემ იცრუა

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის“ ხელმძღვანელის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, სიცრუეა მოსაზრება, რომ ხათუნა ლაგაზიძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიებთან შეერთების გამო დატოვა.
“პოზიციის“ ხელმძღვანელის თქმით, როდესაც ლაგაზიძემ გაიგო, რომ აღნიშნული პარტიები უერთდებოდნენ ბურჭულაძეს, „კეთილი ენება და დაეტოვებინა პარტია, რაც ეჭვსაც არ გააჩენდა“.
„აქ ჩნდება კითხვა, რომ პარტიის შიგნით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ხათუნა ლაგაზიძეს ჰქონდა გარკვეული მოთხოვნები, რაც მათმა კოალიციურმა რეჟიმმა არ დააკმაყოფილა, რამაც აიძულა ის პროტესტის ნიშნად დაეტოვებინა პარტია. შემდგომ ჩვენ ვნახეთ მისი განცხადება, რომ მან პარტია იმიტომ დატოვა, რომ “ნაცმოძრაობის“ სატელიტები შეუერთდნენ, რაც სრული სიცრუეა.
ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ როდესაც ჩვენ კოალიციაში გავწევრიანდით, ერთადერთი ადამიანი იყო მეტრეველი, რომელმაც პარტია დატოვა, ხოლო ლაგაზიძე  ოვაციებით შეხვდაო.
აღნიშნული მაგალითი ოისებ ხიმშიაშვილთან მიმართებითაც მინდა მოვიყვანო, როდესაც ხიმშიაშვილმა გაიგო, რომ „ნაცმოძრაობის“ სატელიტი პარტიები უერთდებოდნენ ბურჭულაძის პარტიას, მან პარტია დატოვა, ხოლო ლაგაზიძემ განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების პროექტია, თუმცა დღეს ქალბატონი ფაქტობრივად, იმავეს იმეორებს“,- აცხადებს ადამაშვილი “პირველ პრესკლუბში“.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არჩევნების ბოლომდე არჩეული პარტიის იდეოლოგიის ერთგულნი დარჩნენ და საზოგადოებაში დაბნეულობა არ შეიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები