საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს დუმის არჩევნებში ხმის მისაცემად სომხეთში გამგზავრება მოუწევთ

საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები 18 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ხმის მისაცემად სომხეთის ქალაქ გიუმრიში უნდა გაემგზავრონ.
როგორც ჟურნალისტებს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, ვასილი ლიხაჩოვმა განუცხადა, თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში საარჩევნო უბნის მოწყობა შეუძლებელია.
„თქვენ იცით, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ხორციელდება. ამიტომ საქართველში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ხმის მისაცემად სომხეთის ქალაქ გიუმრიში უნდა ჩავიდნენ“, – განუცხადა ლიხაჩოვმა სააგენტო „რია ნოვოსტის“.
მისივე თქმით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიახლოებითი რაოდენობა ცნობილია, ამიტომ გიუმრიში მომზადებული იქნება საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სხვა სახის დოკუმენტაცია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება. 225 დეპუტატს პარტიული სიით, ხოლო 225-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები