“ქართული ოცნება” აჭარაში მომხდარი ინციდენტის ვიდეოს ავრცელებს – ვიდეო

“ქართული ოცნება“ იმ ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელზეც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
როგორც კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აჭარაში, “ქართული ოცნების” კანდიდატებს, ფატი ხალვაშსა და ვახტანგ წულაძეს ჰქონდათ შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდნენ ნაზი ფუტკარაძე, საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, ვინმე ივანიძე, ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილი და მოაწყვეს პროვოკაცია.
“პროვოკაცია საკმაოდ მძიმე ფორმას ატარებდა. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც იქ გაისმა, არის ის, რომ იყვნენ ღირსნი ცოცხებისა და “დუბინკების”. ასეთი მძიმე ფრაზა გაისმა ამ შეხვედრაზე, რასაც ბუნებრივია, მოჰყვა რეაქცია ჩვენი აქტივისტების მხრიდან, თუმცა ეს რეაქცია იყო ღირსეული. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს აქტივისტებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და შემოიფარგლენ მხოლოდ ღირსეული პასუხით. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიდრე სანდრა რულოსვის პირით „ნაციონალები“ ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ “დუბინკები” და ცოცხები აღარ იქნება, მათი აქტივისტები, მათი თანაპარტიელები რეალურად საპირისპიროში გვარწმუნებენ. გუშინდელი ფრაზაც ამის კიდევ ერთი დასტური იყო”,- აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები