ზურა ქადაგიძე – სახეზეა ცარიელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც მალე საკუთარ თავსაც გაემიჯნება

“ახალგაზრდულ ცენტრს” აინტერესებს, რატომ დატოვა “სახელმწიფო ხალხისთვის” ყოფილმა წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ პარტია გუშინ და არა მაშინ, როდესაც ის “გირჩთან” და ვაშაძესთან კოლიციაში შევიდა.
“ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელის, ზურაბ ქადაგიძის შეფასებით, ხათუნა ლაგაზიძემ პარტია პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დატოვა.
ქადაგიძის თქმით, სახელმწიფომ უნდა გამოიკვლიოს ლაგაზიძის განცხადება მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, და თუ საფრთხე რეალურად არსებობს, დაცვა გამოუყონ.
“რატომ დატოვა ლაგაზიძემ დღეს პარტია და არა იმ დღეებში, როდესაც გაერთიანება ხდებოდა? დღეს გახდა პაატა ბურჭულაძის გარემოცვა კრიმინალური მანტალიტეტის მქონე პიროვნებებით დაკომპლექტებული? დღეს გახდა მისთვის მიუღებელი, რადგან სიებთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ და მისი ინტერესები არ გატარდა. ასეთი არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დრო საქართველოში უნდა დამთავრდეს”,- აღნიშნა ქადაგიძემ “პირველ პრესკლუბში”.
ქადაგიძის განმარტებით, “პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილს გაურიგდა და ერთ დღეში მოხდა ჯაფარიძესთან და ვაშაძესთან კოალიციის შექმნა, თუმცა ქადაგიძე აქვე აღნიშნავს, რომ ბურჭულაძეს ახლა გუნდი ჩამოეშალა”.
“სახეზეა ცარიელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც, ალბათ, მალე საკუთარ თავსაც გაემიჯნება”,- აღნიშნა “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ, 9 სექტემბერს პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ლაგაზიძემ ბურჭულაძის მოძრაობიდან წამოსვლის მიზეზად, “გირჩთან” და გიორგი ვაშაძის პარტიასთან კოალიციაში შესვლა და საარჩევნო სიაში კონკრეტული პირების კრიმილაური ავტორიტეტების ზეწოლით შეყვანა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები