პაპუაშვილი მოსამართლეებზე: იმედი მაქვს ეს სიტუაცია დარეგულირდება

იმედი მაქვს ეს სიტუაცია დარეგულირდება, – ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას – თუ რატომ ვერ ახერხებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები შეკრებას.
ამასთან პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სამი კვირაა და „სამ კვირაში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება“.
„სასამართლო ამჟამად ფუნქციონირებს. მისი მთავარი ამოცანაა, კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელება, მხარეების ინტერესების გათვალისწინება და მე, როგორც თავმჯდომარე, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ დარჩენილ დროში იმისთვის, რომ ამ ფუნქციონირებას შეფერხება არ ჰქონდეს. იმედი მაქვს, კოლეგებთან ერთად შევძლებთ, რომ ეს საქმე წარმატებით გავაგრელოთ და მომავალ შემადგენლობასაც დავუტოვოთ ის საფუძველი, რომ ასეთი რამე აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 30 სექტემბერს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები