ოდესის საბაჟოზე კონტრაბანდულ საქმიანობას მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ტუღუში კურირებენ (ვიდეო)

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ოდესის საბაჟოს წარმომადგენელი მამუკა ტუღუში ოდესის საბაჟოზე კონტრაბანდულ საქმიანობას კურირებენ. ამის შესახებ სიუჟეტი უკრაინულმა ტელეკომპანია „აკადემიამ“ მოამზადა.
სიუჟეტში საუბარია კორუფციულ სქემაზე, რომლის მიხედვითაც ოდესის პორტის და საბაჟოს გავლით კონტრაბანდული სიგარეტი და სხვა საქონელი უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ჩადის. ერთ-ერთი სქემის მიხედვით, უაქციზო სიგარეტი უკრაინის გავლით მოლდავეთში, არარსებულ მისამართზე იგზავნება. ვინაიდან მისამართი გამოგონილია, სიგარეტის კონფისკაციას ოდესის საბაჟო ახდენს. კანონის მიხედვით, ტვირთი უნდა განადგურდეს, მაგრამ, ამის ნაცვლად, სიგარეტი უკრაინის შავ ბაზარზე იყიდება.
სიუჟეტში მამუკა ტუღუშის ბიოგრაფიაც არის ნახსენები. ის ოდესაში მიხეილ სააკაშვილის მიწვევით ჩავიდა და ოდესის საბაჟოზე მუშაობს. სააკშვილის ხელისუფლების პერიოდში ტუღუშს ფინანსურ პოლიციაში საბაჟოს წესების დარღვევასთან ბრძოლის უფროსის თანამდებობა ეკავა, ის დავით კეზერაშვილის “მარჯვენა ხელად” ითვლებოდა. 2011 წელს ტუღუშმა თბილისის მერიაში გადაინაცვლა და იქ გიგი უგულავას მოადგილედ დაინიშნა.
ტელეკომპანია „აკადემიას“ ინფორმაციით, კონტრაბანდული სქემით  მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ყოველწლიურად 500 მილიონი გრივნის (დაახლოებით 19 მილიონი აშშ დოლარი) შემოსავალს იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები