თურქეთის ქალაქ დიარბაკირში საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

თურქეთის პოლიციამ ქალაქ დიარბაკირში საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები იძულებით შვებულებაში 11 ათასი პედაგოგის გაშვების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. აქციის 100-მდე მონაწილე დაკავებულია. დიარბაკირი ძირითადად ქურთებით არის დასახლებული. აქციაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, მათ შორის პედაგოგებმაც მიიღეს მონაწილეობა. მასწავლებლები იძულებით შვებულებაში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ მათი შესაძლო კავშირის გამო გაუშვეს. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ შვებულება გამოძიების დასრულებამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები