“უსაფრთხოების საბჭო, რისკებთან ერთად, კრიზისების მართვაზე იმუშავებს“

   უსაფრთხოების საბჭო, რისკებთან ერთად, კრიზისების მართვაზე იმუშავებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. “თქვენ იცით, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ფუნქციათა ნაწილი პრეზიდენტიდან გადაეცა პრემიერ-მინისტრს. შესაბამისად, არის თემები, რომელთა მიმართულებით პრემიერის უფლებამოსილება მკვეთრად გაიზარდა და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საბჭო, რომელიც იმუშავებს რისკებზე და კრიზისების მართვაზე. დღეს უკვე დაიწყო მუშაობა საბჭომ და იმედია, აქტიურად იმუშავებს”, – აღნიშნა ხადურმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის კანცელარიაში უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა, რომელზეც ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები