ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცი ადგილზე გარდაცვალა

43 წლის მამაკაცი, რომელიც ქუთაისში მშენებარე კორპუსში მუშად მუშაობდა, შენობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დავით აღმაშენებლის 7 ნომერში მოხდა.
მშენებლობაზე სამუშაო პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 116 -ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები