თურქმენეთის პრეზიდენტს მერკელის თვალწინ ტრიბუნაზე წყლის ჭიქა გამოუცვალეს (ფოტო, ვიდეო)

თურქმენეთის პრეზიდენტს, გურბანგული ბერდიმუხამედოვს გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროს ანგელა მერკელთან ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყების წინ წყლის ჭიქა გამოუცვალეს.
Newsru.com-ის ინფორმაციით, ბერდიმუხამედოვის თანაშემწეს მანიპულაციების მიზეზები არ აუხსნია. მან უბრალოდ გერმანული მხარის მიერ ტრიბუნაზე მომზადებული ჭიქა აიღო და ახალი ჭიქა დადო.
„რაც მოხდა, იმდენად უჩვეულოდ გამოიყურებოდა, რომ ანგელა მერკელის გაოცება გამოიწვია. ის გარკვეული დროის განმავლობაში ღია პირით იდგა“ – წერს პორტალი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, თურქმენეთის პრეზიდენტს ჭიქა, სავარაუდოდ, გერმანიაში სასმელი წყლის მიმართ უნდობლობის გამო გამოუცვალეს, ან შესაძლოა, თურქმენეთის დელეგაციის წევრებს ეშინოდათ, რომ ბერდიმუხამედოვი შეიძლება მოწამლონ.
1875564 1875562 1875540

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები