რუსთავში ხანძრის ლიკვიდაცია 15 წუთში მოხერხდა

რუსთავში სილამაზის სალონ „la perla“-ს ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე ერთი სახანძრო ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო, რომელმაც ხანძრის ლოკალიზება შემთხვევიდან 15 წუთში მოახერხა.
შსს-ს საგანგებო დავალებათა სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უმნიშვნელოა ზარალიც, რომელიც სალონს მიადგა.“la perla“ ფუნქციონირებას რამდენიმე დღეში განაახლებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები