„ქართული ოცნება“ 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს

პარტია „ქართული ოცნება“ 4 წლის განმავლობაში ძირეულ რეფორმებს განახორციელებს, რომლებიც 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნით, ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში” პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ქართული ოცნება“ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას, 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
„ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად, დასაქმდება 40 000 ადამიანი; ინფრასტრუქტურული პროექტების, ავტობანის, შიდა საავტომობილო გზების მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხორციელების შედეგად, გაჩნდება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი; დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად, შეიქმნება დამატებით 10 000 სამუშაო ადგილი; ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, ამ სექტორში დამატებით შეიქმნება 50 000 სამუშაო ადგილი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები