ბათუმში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ექვსი ადამიანი დაშავდა ბათუმის შესასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გვირაბთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც იმ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან როგორც ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები