საოკუპაციო ხაზი ამერიკის არმიის სარდლობამ მოინახულა
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის მონაწილეობით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე გორის რაიონის სოფელი ხურვალეთი მოინახულა.
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აშშ-ის დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნეს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან მომდინარე საფრთხეები და ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას უკანონოდ აღმართული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები უქმნის.
სუს-ის ინფორმაციით საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო დახმარებით განხორციელდა.