ელისო ბოლქვაძის პროტესტის შემდეგ ნიკა რურუას კლიპიდან მისი ეპიზოდი ამოიღეს
პიანისტი ელისო ბოლქვაძე “ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა რურუას სარეკლამო კლიპში გამოჩენას აპროტესტებდა და საარჩევნო რგოლიდან მისი ეპიზოდის ამოღებას ითხოვდა.
პიანისტის მოთხოვნის შემდეგ რურუას სარეკლამო რგოლიდან ელისო ბოლქვაძის მონაკვეთი ამოიღეს. როგორც ნიკა რურუამ განმარტა, ბოლქვაძის კლიპში გამოჩენა არ ნიშნავდა იმას, რომ პიანისტი მისი მხარდამჭერი იყო, ის ხაზს უსვამდა იმას, რომ ღონისძიება, რომელშიც პიანისტი მონაწილეობდა, მისი მინისტრობის პერიოდში გაიმართა და ეს მის მიერ განხორციელებული კულტურული პროექტების ერთგვარი დემონსტრირება იყო.