ბიძინა ივანიშვილი: რუსეთთან ურთიერთობა ვერ გადაწყდება დანაკარგების ხარჯზე

„რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, ლომის წილი მიუძღვის სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ყოფილმა პრემიერმა ამერიკელი სენატორის, მაკკეინის დღევანდელ გამოსვლაზეც ისაუბრა, სადაც სენატორმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებზეც ილაპარაკა.
“ყველა სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე და ძალიან ხშირად ხდება არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ შედარებით ძლიერი მეზობელი იკავებს მეორე მეზობლის ტერიტორიას.
იმაში, რაც რუსეთმა მოახერხა აგვისტოს ომის დროს, ლომის წილი მიუძღვის სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს მაკკეინმაც აღიარა თავის გამოსვლაში, რომლის ფავორიტიც იყო სააკაშვილი, რომ მან უხეში შეცდომები დაუშვა, როცა ჩაება საბრძოლო მოქმედებებში, რომ არა გაუაზრებელი ქმედება ჩვენი საკუთარი ხელისუფლებისა, არაფერიც არ მოხდებოდა, რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან სიტუაციის დასტაბილურება საქართველოს დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე არ მოხდება.
ვინმემ არ იფიქროს, რომ მე რუსეთს ვამართლებ იმაში, რაც მოხდა აგვისტოში, რუსეთთან ურთიერთობა ვერ გადაწყდება ჩვენი დაკარგული ტერიტორიების ხარჯზე. მე ეს პოზიცია მტკიცედ და ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი თვლის, რომ ქართველმა ხალხმა მსგავსი სირთულეების თავიდან აცილების მიზნით გონიერი ხელისუფლება უნ და აირჩიოს, რომელიც სხვა სახელმწიფოს შეფასებაზე კია არ იქნება ორიენტირებული, არამედ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე და სწორი სტრატეგიის შემუშავებაზე იზრუნებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები