„ავსტრალიის ავიახაზებმა“ თვითმფრინავებში “Samsung Galaxy Note 7”-ის გამოყენება აკრძალა

ავიაკომპანია „ავსტრალიის ავიახაზებმა“ თვითმფრინავებში ფრენის დროს მგზავრებს “Samsung Galaxy Note 7”-ის გამოყენება და დატენვა აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც „Samsung“-ის რამდენიმე ახალი მოდელის აკუმულატორს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრებს ამ მოდელის ტელეფონების ტრანსპორტირება შეუძლიათ, თუმცა USB კაბელის მეშვეობით სპეციალურ შესაერთებლებთან დაკავშირება აკრძალული იქნება. „Samsung“-მა, რომელიც მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვების მხრივ ლიდერია, მოკლე დროში 2 მილიონ 500 ათასი ცალი „Samsung Galaxy Note 7“ გაყიდა. მისი ფასი საშუალოდ 885 აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები