იენს სტოლტენბერგი: საქართველომ ძალზე შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პარლამენტში კანონმდებლებს ხვდება.
იენს სტოლტენბერგმა პარლამენტარებს სიტყვით მიმართა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, ასევე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რაც მას ნატოში გაწევრიანების გზაზე დაეხმარება.
“საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ძალზე სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ის ასევე აგზავნის ინფრორმაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე საქარეთველო-ნატოს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის მოღვაწეობას, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველომ ძალზედ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა, აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ დავეხმარებით საქართველოს, რათა მან მიაღწიოს ნატოში გაწევრიანებას”,-განაცხადა სტოლტენბერგმა.