ჯონდი ბაღათურია მიხეილ სააკაშვილის ქონებით დაინტერესებას ითხოვს

    ჯონდი ბაღათურია მოითხოვს, ახალი პროკურორის დანიშვნისთანავე, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყოფილი პრეზიდენტის – მიხელ სააკაშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „როდესაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მისი ქონება 123 ათას ლარზე მეტს შეადგენდა, პრეზიდენტობის პერიოდში კი მისმა ოფიციალურმა შემოსავალმა 723 ათას ლარზე მეტი შეადგინა“, – აცხადებს ჯონდი ბაღათურია. „ქართული დასის“ ლიდერი პროკურატურას მოუწოდებს, დაინტერესდეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების საქმის გამოძიებით. მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით მასალები პროკურატურას 2012 წლის ნოემბერში გადაეგზავნა, თუმცა საქმე დღემდე გამოუძიებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები