საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრა ერთ ღამეში ორჯერ დაფიქსირდა
საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც „კვირას“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა პირველად 00:58 საათზე, საქართველოს საზღვრიდან 12 კმ-ში რუსეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 4,4 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის მეორე შემთხვევა კი 01:30 საათზე საქართველოს საზღვრიდან 14 კმ-ში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხდა. მისი სიმძლავრე 4,0 მაგნიტუდის იყო.