კერი და ლავროვი სირიის საკითხზე მოლაპარაკებას პარასკევს გამართავენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა სირიის საკითხზე პარასკევს გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება.
ოფიციალური ვაშინგტონი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა, მოლაპარაკების შედეგად უნდა იყოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მყარი შეთანხმება, სირიის ყველა რაიონის ბლოკადის მოხსნა და ჟენევაში მოლაპარაკების განახლება.