საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინო, 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 42%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 64,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი – 184% (3 368 361); უკრაინა – 75% (3 042 192); ბელორუსია – 47% (667 656); რუსეთი – 45% (14 664 610); პოლონეთი – 34% (1 367 960); ესტონეთი – 39% (413 364); ყირგიზეთი – 107% (163 966); აშშ – 10% (171 316); იაპონია – 12% (101 448); დიდი ბრიტანეთი – 65% (67 522); ლატვია 9% (772 926) და სხვა.
მიმდინარე წლის აგვისტოში ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (14 664 610), ჩინეთი (3 368 361), უკრაინა (3 042 192) , ყაზახეთი (2 287 826 ბოთლი) და პოლონეთი (1 367 960).
ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 804 910 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 31%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 11,03 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ღვინო – ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ს აღწევს.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 108,7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 8 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 82 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.