ირანის პოლიციამ 2,5 ტონა ნარკოტიკი ამოიღო
ირანის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად საერთო ჯამში, 2,5 ტონა ნარკოტიკია ამოღებული. ამის შესახებ ირანის სააგენტო IRNA იუწყება.
“ამოღებულია 1,9 ტონა ოპიუმი, 550 კილოგრამი ჰაშიში და 5 კილოგრამი ჰეროინი“, – განაცხადა ირანის პოლიციიის წარმომადგენელმა აზიზულა მოლკიმ.
პოლიციამ 37 ავტომობილი და შვიდი მოტოციკლი ამოღო, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ. დაკავებულია 145 ადამიანი.