ეგვიპტეში სარკინიგზო კატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაიჭრა . ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება.
კატასტროფა კაიროდან 50 კილომეტრში მოხდა. მატარებლის პირველი სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ–ერთ ვერსიად მატარებლის ტექნიკური გაუმართაობა და სიჩქარის გადამეტება სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები