საბერძნეთის ქალაქ კალამატაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა – ფოტოკოლაჟი
საბერძნეთის ქალაქ კალამატაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთგან ერთ-ერთი მოხუცი ქალბატონია, ხოლო ორი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
წუხანდელი ხანგრძლივი წვიმის შედეგად, მდინარე ადიდდა, დაიტბორა გზები და სახლები, დაშავდა ავტომანქანები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ქალაქის ადმინისტრაცია ზარალს ითვლის.
მედიის ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს.
ქალაქის სამაშველო სამსახურის ცხელ ხაზზე 170 -ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.
როგორც „კვირას“ ქალაქ კალამატაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა განუცხადეს, ქალაქში მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა. დილით კი ქალაქს კატასტროფა დახვდა.