აშშ-ის პოლიციამ დამნაშავე მას შემდეგ დააკავა, რაც მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „იძებნება“ 

აშშ-ის ფლორიდის შტატში პოლიციამ  დამნაშავე მას შემდეგ დააკავა, რაც მან სოციალურ ქსელში პროფილის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „იძებნება“.ამის შესახებ გამოცემა “Metro” იუწყება.
მეკ იერვუდი ადამიანზე თავდასხმაშია ბრალდებული. ის დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, რის შემდეგაც პოლიციამ გამოაქვეყნა ფოტო წარწერით „იძებნება“.
დაკავების დროს იერვუდს მარიხუანა აღმოაჩნდა. ახლა ის აკრძალული ნივთიერების შენახვაშია ბრალდებული.
ფლორიდის პოლიციის წარმომადგენელმა ამ ფაქტის კომენტირებისას ფეისბუქში დაწერა:  „ თუ პოლიციის მიერ იძებნებით,  პროფილის ფოტოს გამოქვეყნება წარწერით „იძებნება“კარგი აზრი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები