უკრაინა მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავის განახლებულ ვერსიას ჩინური ინვესტიციებით ააშენებს (ფოტოკოლაჟი)
უკრაინა მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავის, „ანტონოვ-225“-ის, იგივე „მრიას“ განახლებულ ვერსიას ჩინური ინვესტიციებით ააშენებს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჩინური მხარე ამისთვის 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას გამოყოფს.
„ანტონოვ-225“ სატვირთო თვითმფრინავია, რომელიც საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ფარგლებში აშენდა. ამჟამად ამ მოდელის მხოლოდ ერთი თვითმფრინავია ექსპლოატაციაში. მას 4 ათასი კილომეტრის მანძილზე 250 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია. ამ ტიპის მეორე თვითმფრინავის მშენებლობა 1988 წელს დაიწყო, მაგრამ ის არ დასრულებულა. თვითმფრინავის მშენებლობას ჩინეთის კოსმოსური ინდუსტრიის კორპორაცია დააფინანსებს. მშენებლობის დასრულებას, სავარაუდოდ, 5 წელი დასჭირდება.