კალეს პორტთან სექტემბრის ბოლოს კედლის მშენებლობა დაიწყება

სექტემბრის ბოლოს საფრანგეთიხ ქალაქ კალეს პორტთან მიმავალი გზის გასწვრივ სპეციალური კედლის მშენებლობა დაიწყება. სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მიგრაციის მინისტრმა, რობერტ გუდვილმა განაცხადა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, კედელმა საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში მიგრანტებს გამგზავრებაში ხელი უნდა შეუშალოს.
მშენებლობას მთლიანად ბრიტანეთის მთავრობა დააფინანსებს. კედელს უკვე დაარქვეს „კალეს დიდი კედელი“. მისი სიმაღლე ოთხი მეტრი იქნება და გზის ორივე მხარეს აიგება, გზაზე კი დამატებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა, რათა უკანონო მიგრანტებმა დიდ ბრიტანეთში მიმავალ გემებზე აღწევა ვერ შეძლონ. კედლის მშენებლობა დაახლოებით 2,5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები