აფეთქება დადიანის ქუჩაზე – დაშავებულია ერთი პირი

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოშიც დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 10 კვადრატული მეტრის კედელი ჩამოინგრა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები