უკრაინაში ეუთოს კუთვნილი ავტომობილი დაწვეს

უკრაინაში დაუდგენელმა პირებმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ავტომობილს ცეცხლი მოუკიდეს. ინციდენტი ქალაქ ივანოვო -ფრანკოვსკში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, უცნობი პირი ეუთოს ერთ-ერთ ავტომობილთან მივიდა, კაპოტზე ჩანთა დადო, ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა.
დამწვარი ავტომობილის გვერდით ეუთოს მისიის სხვა მანქანებიც იდგა, თუმცა ისინი არ დაზიანებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები