შემთხვევა თბილისის ზღვაზე – სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსს „ ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
რაც შეეხება მიკროავტობუსს, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში “ აცხადებენ, რომ იქ მძღოლის გარდა არავინ იმყოფებოდა, რადგან სამარშუტო ტაქსი ტექდათვალიერების გასავლელად მიდიოდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები