ნიკა ჩხეიძე: 250 000 ქართველი ემიგრანტი აქტიურად ჩაერთვება საქართველოში მიმდინარე პროცესებში

„ირაკლი შიხიაშვილთან ერთად საქართველოში გავხსენით არასამთავრობო ორგანიზაციის ფილიალი, სადაც 250 000 ქართველი ემიგრანტი ჩაერთვება“. ეს განცხადება „კვირას“ პრესკლუბში ნიუ-იორკში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელმა, ნიკა ჩხეიძემ გააკეთა. ჩხეიძე იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორია, რომელის ხელმძღვანელიც საქართველოში ირაკლი შიხიაშვილი იქნება.
“ ყველა ქართველი, რომელიც ნიუ-იორკის არეალში ცხოვრობს, აქტიურად ჩაებმება ორგანიზაციის საქმიანობაში, ხალხს მისდის ბევრი დამახინჯებული ინფორმაცია, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებამდე მივიდეს ყველა ის ამბავი, რაცა აქ ხდება, ამის შემდეგ ქართული სათვისტომოს წევრები თვითონ გააკეთებენ დასკვნას, რა დაიჯერონ და რა არა“,-განაცხადა „კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა ჩხეიძემ, რომელმაც ჟურნალისტებს აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კლუბ „ქვინსის“ პრეზიდენტი ქონ ქენი წარუდგინა.
ქონ ქენმა არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.
“ერთ-ერთი თემა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც შევთანხმდით, არის ის, რომ მთავრობა ქვეყანაში უნდა იყოს ეფექტური. ჩვენ ძალიან ბევრი და საინტერესო საუბარი გვქონდა და შევძელით ხიდის აგება ჩვენს შორის. ნიკოლასმა მითხრა, რომ ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში 80 ათასი ქართველი ცხოვრობს. მე მას არ დავუჯერე და მეგონა, რომ ის ხუმრობდა.
ჩვენ შევქმენით ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი. მე ვფიქრობ, ძალზე ბუნებრივია, რომ აშშ-ში მცხოვრები ქართველები ხდებიან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები, რადგანაც მათთვის მისაღებია ამ პოლიტიკური ძალის ფასეულობები. მე ჩამოვედი საქართველოში, და „რესპუბლიკური პარტიის“ გზავნილი ჩამოვიტანე,“-განაცხადა პრესკონფერენციაზე მყოფმა „ქვინსის“ პრეზიდენტმა. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოში ოჯახების პატივისცემის ტრადიციას და გამოთქვა სურვილი, რომ ქართული კულტურა და ტრადიციები უფრო ახლოს გაიცნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები