ირაკლი შიხიაშვილი: ახალი „ქართულ-ამერიკული“ ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ქართველი ემიგრანტების მეტ ჩართულობას ქართულ პოლიტიკურ მოვლენებში

დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში ახალი ქართულ-ამერიკული ორგანიზაციის დაფუძნება დააანონსა. შიხიაშვილი ორგანიზაციის მუშაობაში ქართველი ემიგრანტების აქტიურ ჩართვას გეგმავს. ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატორია ამერიკაში „ქვინსის“ რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობა და ნიუ-იორკში მოქმედი ქართული სათვისტომო.
ორგანიზაციის ფილიალი საქართველოში ირაკლი შიხიაშვილის ხელმძღვანელობით ხვალიდან უკვე მუშაობას დაიწყებს.
“დღეს ჩამობრძანდნენ ჩემი მეგობრები ამერიკიდან. ისინი, ვინც საქართველოში ჩემთან ერთად აფუძნებენ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ფილიალები იქნება თბილისში და ნიუ-იორკში.
ეს ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ქართველი და ამერიკელი ხალხის უფრო მეტად დაახლოებას. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ქართულ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივცეთ ამერიკელ ხალხზე, ასევე მეტად შევიდეს ინფორმაცია მათთან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე“, – განაცხადა შიხიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
შიხიაშვილის სურვილია, საქართველო მეტად ცნობადი გახდეს და მეგობრების გაჩენის კუთხით აქტიური ნაბიჯები გადაიდგას. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანიც მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა იქნება.
„მე მინდა, ჩემს ქვეყანას მეტი მეგობარი ჰყავდეს, არსებობს ბევრი პოლიტიკური ძალა, რომელიც ექსკლუზიურად (ბრჭყალებში) იბრალებს პროამერიკელობას. სინამდვილეში კი, მართლმადიდებლობისა და ეროვნული ტრადიციების დაცვას სხვებს პრორუსულ პროპაგანდად უთვლიან.
მე მინდა, ქართველმა ხალხმა ამერიკა სხვანაირი კუთხითაც დაინახონ, არა მხოლოდ ისე, რომ ეს ქვეყანა არის ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მტრისგან დაგვიცავს, არამედ გაიგონ თუ რამდენი სულიერი ღირებულებები გვაკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა შიხიაშვილმა.
ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში ირაკლი შიხიაშვილი უხელმძღვანელებს, „ქართულ-ამერიკული ალიანსი ერქმევა.
შიხიაშვილის განმარტებით, მოხდება ქართული ემიგრანტების აქტიურ ჩართვა ორგანიზაციის მუშაობაში, ასევე მათი ინფორმირებულობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებზე.
“ქართველ ემიგრანტებს უფლება აქვთ იცნობდნენ პოლიტიკური პარტიებისა თუ პოლიტიკოსების პროგრამებს, მათი მუშაობის სპეციფიკას და გეგმებს, ამიტომ ამერიკაში მყოფი ქართველები აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენს ორგანიზაციასთან და გაცილებით მეტ ინფორმაციას მიიღებენ საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ყველანაირ მოვლენაზე, ვიდრე აქამდე ჰქონდათ“, -განაცხადა შიხიაშვილმა.
შიხიაშვილმა, ხვალ ორგანიზაციის თავმჯდომარის ამპლუაში, საქართველოში მოქმედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, შეხვედრა დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები