კომპანია Amazon ლონდონში რესტორნების კერძების მიტანის სერვისს იწყებს

მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტ-გაყიდვების კომპანია Amazon ლონდონის ზოგიერთ რაიონში რესტორნების კერძების მიტანის სერვისს იწყებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
როგორც Amazon-ის განცხადებაშია აღნიშნული, “Amazon Restaurants” სერვისი ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 15 ფუნტამდე ფასის კერძების მიტანა უფასო იქნება.
ლონდონში ამჟამად სარესტორნო კერძების სერვისები Just East, UberEats და Deliveroo არსებობს, რომლებსაც ახლა Amazon-იც შეუერთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები