„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებას შექმნილი რეალობის არაღიარება აფერხებს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებას თბილისის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ რეგიონში შექმნილი რეალობის არაღიარება აფერხებს, – ამის შესახებ სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სააკაშვილის მიერ წამოწყებული ომის შემდგომი რეალობის შეცვლა. ძალიან ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას – საქართველოს მიერ იმ რეალობის არაღიარების პრობლემას, რომელიც რეგიონში შეიქმნა. პერიოდულად ეს ჩვენს ურთიერთობებს შეაფერხებს “, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები