საფრანგეთი ერაყში არტილერიას განათავსებს

საფრანგეთი ერაყში არტილერიას განათავსებს, რომელსაც ერაყის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.
დაახლოებით ერთი თვის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმაც განაცხადა, რომ საფრანგეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად ერაყის არმიას არტილერიას გადასცემს.
„ჩვენ ერაყის ჯარს დავეხმარებით, რათა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მან ქალაქი მოსული აიღოს. არტილერია ფრონტის ხაზზე განთავსდება. ასევე ოპერაციაში საფრანგეთის ფლოტიც ჩაერთვება“ – განაცხადა ოლანდმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფრანგული ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ სექტემბრის ბოლოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციას შეუერთდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები