პეტერბურგში აეროპორტის ევაკუაცია მოხდა

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში აეროპორტის ნაწილობრივი ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ოფიციალური ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი „უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა“ გახდა. ამასთანავე გამოცემა fontanka.ru-ს ინფორმაციით, მგზავრებს აეროპორტის შენობა ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო დაატოვებინეს.
ამჟამად აეროპორტში პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს მისი ტერიტორიის შემოწმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები