“გირგვლიანზე ქე მაინც იძალადეს და საცოდავი სტურუა ისე გაუმწარებიათ, სიცოცხლე მოისწრაფა”

“ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს დეპუტატი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრისგან დემურ სტურუაზე ნაკლები თანაგრძნობა მოისმინა.
“შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დემურ სტურუაზე ნაკლები თანაგრძნობა მოვისმინე. იმ ადამიანზე ვინც წამების გზით თვითმკვლელობამდე მიიყვანა სტურუა, ეს ნაკლებია? გირგვლიანზე ქე მაინც იძალადეს და საცოდავი სტურუა ისე გაუმწარებიათ, სიცოცხლე მოისწრაფა და თვითონ დამნაშავეები იყვნენ და ეს საცოდავი კიდევ ისე გაუმწარებიათ, თვითონ ცოდვაც ჩაიდინა და სიცოცხლე მოისწრაფა”,- განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში სტუმრობისას სევდია უგრეხელიძემ.
დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, დემურ სტურუას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები