გიორგი მღებრიშვილი: ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდამრღვევებისა და კრიმინალების წინააღმდეგ

„ჩვენ უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების, სამართლიან მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება“, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, უწყება დაუნდობელ ბრძოლას აგრძელებს სამართალდამრღვევებისა და კრიმინალების წინააღმდეგ

მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის.

“თავად ხედავთ, რომ თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება, ცხელ კვალზე. ცხელ კვალზე გაიხსნა ეს დანაშაულებიც. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და საზოგადოების განწყობა, მის თანამშრომლობასა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა პოტენციური დამნაშავეების ინსიმულაციების დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება, თუ ჩვენი პოლიციელებისთვის და შესაბამისად უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერა? გარდა ამისა, ჩვენ წინ ახლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ უნდა შევძლოთ მოახლოებული არჩევნების, სამართლიან მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკური ვნებათა ღელვა პიკს აღწევს. მაგრამ, როგორც შს მინისტრი მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას. ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას. პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება. ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები, მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება ამ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას. ამდენად, ხაზგასმით ვაცხადებ, პირადად მე და შს სამინისტროს მთელი შემადგენლობა არ დავუშვებთ ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. შსს იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდამრღვევებისა და კრიმინალების წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები