შს მინისტრი: სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე

„სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ბოლოდროინდელ კრიმინალურ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
როგორც მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, იგი დაიცავს ყველა მართალ პოლიციელს და არ დაუშვებს, რომ ერთეული შემთხვევების გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მოხდეს კეთილისინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება უსაფრთხოების ხარისხზე. “ჩვენ სისტემაში 40 ათასამდე პოლიციელი მუშაობს. მათი აბსულუტური უმრავლესობა თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ეს ადამიანები თქვენი ოჯახების, თქვენი შვილების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან 24 საათის განმავლობაში. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას, ნუ მიაყენებთ ჩრდილს ამ ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხოლო პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი. შესაძლოა, ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ, კონკრეტული შემთხვევების ან შესაძლო გადაცდომების მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები