გიორგი მღებრიშვილი: ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს, რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური (ვიდეო)

 

„ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს, რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბოლოდროინდელ იმ გახმაურებულ ფაქტებს, რომელიც შს სამინისტროს უკავშირდება.
გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დემურ სტურუას ოჯახის ტრაგედია გაიხსენა და ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მინისტრის პოზიცია არის ერთმნიშვნელოვნად პრინციპული, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს, როგორც რიგითი მოქალაქე, ასევე ნებისმიერი საჯარო პირი, ან თანამდებობის პირის ოჯახის წევრები. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო, ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხობს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თუ სამართალდამცველები. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფას. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველების მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს. რეაგირება არის და ყოიველთვის იქნება ადეკვატური“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები