დიდ ბრიტანეთში “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერ ისლამის მქადაგებელს პატიმრობა მიუსაჯეს

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ რადიკალ ისლამის მქადაგებელს, ანჯემ ჩოუდარის 5 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიზეზი მქადაგებლის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერა გახდა. სასამართლომ ჩოუდარი ტერორიზმში დამნაშავედ ცნო. ისლამის მქადაგებელი დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლოს ბრალდების მიხედვით, 49 წლის მქადაგებელი ონლაინ ლექციების დროს და თავის სტატიებში საკუთარ მრევლს ექსტრემისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. გარდა ამისა, ჩოუდარი ფეისბუქში თავის ხელმომწერებს სირიის და ერაყის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ „ხალიფატის“ ცნობისკენ მოუწოდებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები