ავსტრალიაში პატიმრებმა დაბალი ხელფასის გამო გაფიცვა გამოაცხადეს

ავსტრალიაში განსაკუთრებით საშიში დანაშულის  ჩამდენმა პატიმრებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პატიმრები ანაზღაურების ოდენობით უკმაყოფილოები არიან. ისინი დღეში 4,95-დან 6,82 დოლარამდე იღებენ, რაც სხვა ციხეების პატიმრებზე ნაკლებია. ბერვონის ციხის პატიმრები ამბობენ, რომ მათი ხელფასი ხარჯებს ვერ ფარავს. ისინი ინფლაციის გათვალისწინებით, ხელფასის ინდექსაციას მოითხოვენ. ბერვონში 450 პატიმარი იმყოფება. ისინი მკვლელობებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის არიან გასამართლებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები