აზერბაიჯანში სასმელი წყლით 56 ადამიანი მოიწამლა

აზერბაიჯანის ლენკორანის რაიონში სასმელი წყლით 56 ადამიანი მოიწამლა. მათი უმეტესობა ბავშვია. ამის შესახებ გამოცემა Day.Az იუწყება.
როგორც ლენკორანის რაიონული საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში აცხადებენ, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი ერთ-ერთი სოფლის სასმელი წყალი გახდა. წყლის ნიმუშები გამოსაკვლევად ბაქოში გააგზავნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები