პოროშენკო: ნატოში უკრაინის გაწევრიანების სურვილი ისეთივე უცვლელია, როგორც პოლარული ვარსკვლავი

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანი ნატოში გაწევრიანებაა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ეს სურვილი ისეთივე უცვლელია, როგორც ცაზე პოლარული ვარსკვლავი. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ თავდაცვის სფეროში, ჩვენ ვახორციელებთ კომპასით, რომლის ისარი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ აჩვენებს“, – განაცხადა პოროშენკომ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას.
პოროშენკომ რუსეთის სამხედრო აგრესიის გაგრძელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ამ პირობებში უკრაინამ სამხედრო პოტენციალი უნდა გააძლიეროს და ნაციონალური ერთიანობა განამტკიცოს. თავის ძირითად ამოცანად პოროშენკომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაასახელა.
„ფანტაზიები მშვიდობის შესახებ ტერიტორიების სანაცვლოდ ილუზიაა. ასეთი მიდგომით არც მშვიდობა იქნება, არც ტერიტორიები. პუტინის განცხადება, რომ ყირიმის საკითხი დახურულია, მხოლოდ მისი ბოდვაა. ყირიმი იყო და იქნება უკრაინის ნაწილი“, – განაცხადა პოროშენკომ.
ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უმჯობესია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით, რისთვისაც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების გაგრძელებაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები