ბაღდადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ტერაქტი ბაღდადის ცენტრალურ რაიონში, საავადმყოფოს მახლობლად მოხდა და მას 9 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიჭრა.
ერაყის სამთავრობო ძალები ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ რაიონებში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები