მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობა ტროპიკული დაავადებების გავრცელებას შეუწყობს ხელს
გლობალური დათბობის გამო ოკეანეში დაავადებები ვრცელდება, რაც ადამიანებსა და ცხოველებს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მეცნიერების დასკვნის მიხედვით, მსოფლიო ოკეანეებმა 1970-იანი წლებიდან პლანეტის ტემპერატურის მატების 93 % „შთანთქეს“, მსოფლიო ოკეანე გლობალური დათბობის წინააღმდეგ ერთგვარ ფარს წარმოადგენს. ამასთანავე ეს პროცესი ოკეანის ტემპერატურის მატებას და მისი ბინადრების ცხოვრების ჩვეული წესის ცვლილებას იწვევს.
ამ პროცესის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს ტროპიკული დაავადებების გავრცელება იმ რეგიონებში, სადაც მას აქამდე არ იცნობდნენი. გარდა ამისა, ტემპერატურის მატების გამო წყალსატევები შესაძლოა, წყალმცენარეების ყვავილობის გამო დაბინძურდეს, ასევე, გაუფერულდეს მარჯნის რიფები და გახშირდეს ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „სათბურის ეფექტის“ პრობლების დაძლევის შემთხვევაშიც კი, ოკეანეების ტემპერატურის მატება გაგრძელდება, რაც „ამ თაობის ძირითადი გამოწვევაა“.