ლონდონის აეროპორტმა საპროტესტო აქციის გამო მუშაობა შეაჩერა

ლონდონში „სიტის“ აეროპორტმა საპროტესტო აქციის გამო მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზი მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ წევრების საპროტესტო აქცია გახდა. მათ აეროპორტის ასაფრენი  ბილიკი დაიკავეს.
აქციის მონაწილეებმა „ცოცხალი ჯაჭვი“ შექმნეს და აეროპორტის ასაფრენი ბილიკის დატოვებაზე უარს აცხადებენ.
შავკანიანთა აქციები რამდენიმე თვის წინ აშშ-ის ტერიტორიაზე პოლიციელების მიერ ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტმა გამოიწვია. ახლა ეს აქციები ევროპის ტერიტორიასაც მოედო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები