პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე იმსჯელებს

პარლამენტი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე დღეს იმსჯელებს.
მოსამართლეობის კანდიდატებს – ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ და საკითხის მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იქნება.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე მეორედ წარუდგინა. თავდაპირველად გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები შესთავაზა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მათ მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მას აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმეორედაც იგივე – თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები წარუდგინა. ანა დოლიძე კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა. მის ნაცვლად პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები