თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 30 წევრი მოკლეს

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 30 წევრი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
თურქეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ავიაციამ გარას რეგიონში ტერორისტების ორი მიზანი გაანადგურა.
თურქეთის ძალებსა და „ქურთისტანის“ მუშათა პარტიის „ბოევიკებს“ შორის კონფლიქტი გასული წლის ივლისში განახლდა. მას შემდეგ რეგიონში 8 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები